Уважаемый посетитель! Вы используете устаревший браузер, чтобы страница работала правильно, рекомендуется использовать современный браузер.

პროექტი “მის საქართველო” არის ყველაზე პრესტიჟული სილამაზის კონკურსი საქართველოში. ეს მაშტაბური პროექტი სთავაზობს მონაწილეებს იშვიათ გამოცდილებას, ამაღლებს მათ ცნობადობას, ზრდის პოპულარობას, აძლევს მათ საერთაშორისო კონკურსებში მონაწილეობის უნიკალურ შესაძლებლობას.

“აი სი მოდელ მენეჯმენტი” ახორციელებს მოდელების პროფესიონალურ მენეჯმენტს. უზრუნველყოფს მათ საერთაშორისო სამოდელო კარიერას,  ადგილობრივ და საზღვაგარეთ დასაქმებას.

www.elitemodellook.com/ge

ჩემი სამოდელო კარიერა ძალიან უჩვეულოდ დაიწყო და სწაფად განვითარდა.
ქალბატონმა იამ სოციალურ ქსელში ნახა ჩემი ფოტო და შემომთავაზა ბედი მეცადა სამოდელო სფეროში.
დიდი ყოყმანის შემდეგ დავთანხმდი და სულ რაღაც ერთ თვეში უკვე პარიზში ვიყავი და შანზე ლიზეს მივუყვებოდი მორიგი ქასთინგის მისამართის ძებნაში. ვარ პირველი ქართველი მოდელი, რომელმაც 2014 წელს Paris Haute Couture-ის კვირეულში მივიღე მონაწილეობა. ეს იმდენად სწრაფად მოხდა, რომ ბოლომდე ვერც აღვიქვი სად ვიყავი, და მხოლოდ ეხლა ვაცნობიერებ, რომ იქ ვიყავი სადაც უამრავი მოდელი ოცნებობს ყოფნას და მხოლოდ ერთეულებს ეძლევათ ამის შესაძლებლობა. ვფიქრობ, რომ გამოუცდელობის გამო ბოლომდე ვერ გამოვიყენე პირველი შანსი და გადავწყვიტე მეტი დრო დამეთმო სამოდელო კარიერისთვს.
2015 წელს მონაწილეობა მივიღე საერთაშორისო სამოდელო კონკურსის Elite Model Look Georgia 2015-ის შესარჩევ ტურში, სადაც Elite-ს წარმომადგენელმა გამარჯვებულად დამასახელა. Elite Model Look-ის მსოფლიო ფინალზე მილანში ხალხის რჩეულის პრიზი დავიმსახურე. მონაწილეობა მივიღე როგორც მილანის მოდის კვირეულებში, ასევე საქართველოში გამართულ კვირეულებზე.
დღეს უკვე საერთაშორისო დონის მოდელი ვარ და მიწვეული ვარ ნიუ იორკის, ლონდონის, პარიზის, მილანის მოდის კვირეულებზე.
ვთანამშრომლობ მსოფლიოს წამყვან სამოდელო სააგენტოებთან. მალე Trump Model Management-ის მიწევევით მივემგზავრები ამერიკაში, რაზეც დიდი ხანია ვოცნებობდი. ამ პროფესიას უამრავი უპირატესობა გააჩნია, მაგრამ ერთი დიდი ნაკლი აქვს, იგი ძალიან ხანმოკლეა კარიერული წარმატების მისაღწევად და ყველაფერი უნდა მოასწრო, სანამ ახალგაზრდულად და დამკვეთებისთვის საინტერესოდ გამოიყურები. ვცდილობ კარიერა და სწავლა ერთმანეთს შევუთავსო და სწორად გამოვიყენო ჩემი ცხოვრების ეს საინტერესო მონაკვეთი.
ყველანაირი გადამეტების გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ იმიჯ ცენტრმა მოულოდნელად, საინტერესოდ, და სწრაფად შეცვალა არა მხოლოდ ჩემი ცხოვრება, არამედ ჩემი ხასიათი და პიროვნება. მორიდებული და გაუბედავი გოგონადან მალე გარდავიქმენი დამოუკიდებელ, თავდაჯერებულ, ორგანიზებულ პიროვნებად. მინდა ყველას, ვისაც სურვილი აქვს სცადოს ბედი სამოდელო სფეროში, ვურჩიო, ნუ დაკარგავენ დროს და თამამად მიმართონ იმიჯ ცენტრს და გადადგან პირველი ნაბიჯი თავისი კარიერული ოცნებების ასასრულებლად.

ნინო ვაჩნაძე

კომუნიკაციის საკითხების
და მსახიობის ოსტატობის სპეციალისტი

ირინა იამანიძე

ვიზაჟისტი, დეკორატიული კოსმეტიკის ექსპერტი

ნანა გუგეშაშვილი

კამერის წინ პოზირების პლასტიკის და დეფილეს სპეციალისტი

თბილისი, ნიკო ნიკოლაძის ქ. №6

თათია ახალაია

● პლასტიკის განვითარება
● პოდიუმზე სიარულის ტექნიკა
● კამერის წინ პოზირების ტექნიკა
● სატესტო ფოტო და ვიდეო გადაღება

● პიროვნული ზრდის ხელშეწყობა
● ემოციების მართვა მოზარდებში
● საკუთარი და სხვისი ემოციების ამოცნობა და მათზე ადეკვატურად რეაგირება
● თავდაჯერებულობის ამაღლება
● ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის ელემენტების გაცნობა და გამოყენება
● კონფლიქტების მართვა
● სტრესთან გამკლავების გზები

● კანის მოვლის საფუძვლები
● ჰიგიენური ნორმების დაცვა
● დეკორატიული კოსმეტიკის მასალების გაცნობა
● კოსმეტიკის გამოყენების საფუძვლები
● მაკიაჟის სახეობები
● მაკიაჟის პრაქტიკული გამოყენება

● მეტყველების კულტურის საფუძვლები
● სწორი მეტყველების დანერგვა და განვითარება
● ინტერვიუს ტექნიკის შესწავლა და გამოყენება
● ეტიკეტის და ქცევების საერთაშორისო ნორმების გაცნობა და გამოყენება

მიაღწევ გარეგნულ სრულყოფას

შეიქმნი შენს განუმეორებელ სტილს

დახვეწავ მეტყველების კულტურას

შეისწავლი მაკიაჟის ოსტატობას

დაეუფლები პოდიუმზე სიარულის ტექნიკას

ისწავლი კამერის წინ პოზირების ტექნიკას

მიიღებ წამყვანი ქართველი დიზაინერების ფოტოსესიებში და მოდის კვირეულებში მონაწილეობის შესაძლებლობას

შეაბიჯებ პროფესიული მოდის სამყაროში, სადაც შეძლებ შენი სამოდელო კარიერის შექმნას

მიიღებ შესაძლებლობას გააგრძელო წარმატებული სამოდელო კარიერა საზღვარგარეთ

ფსიქოლოგია

ჩვენი გვერდები facebook -ში:

ჯანეტ ქერდიყოშვილი

ანა სულაბერიძე

ძალიან მაგარი წლები იყო, ყველაფერ საუკეთესოს მახსენებს „იმიჯ ცენტრთან“ ურთიერთობა. ქალბატონ ია კიწმარიშვილთან შეხვედრის შემდეგ დავრწმუნდი, რომ უნდა მიმეღო მის საქართველო 2003-ში მონაწილეობა და ჩემმა პირველმა წარმატებამაც არ დააყოვნა. დღეს მე პირველი მის საქართველო ვარ, რომელმაც მის მსოფლიოზე წარმატებით წარადგინა ჩვენი ქვეყანა. მის ტალანტი და ტოპ ოცეული დღესაც ერთერთი საუკეთესო მიღწევაა. იმიჯ ცენტრის და კონკურსის უზომოდ მადლიერი ვარ, რომ მომეცა ეს შესაძლებლობლობა.

იმიჯ ცენტრი? არც კი ვიცი საიდან დავიწყო... ალბათ ვერც კი ვიოცნებებდი, რომ მის სამყაროზე წარვსდგებოდი როდესმე, რომ არა ქალბატონი ია კიწმარიშვილის სამოდელო სააგენტო. გარდა სამოდელო საქმისა, აქ მე მივიღე ყველაზე მთავარი და ეს არის თავდაჯერებულობა, რომ ჩვეულებრივ გოგონას ყოველგვარი კავშირებისა და მილიონების გარეშე შეუძლია გახდეს წარმატებული. იმიჯ ცენტრში მაქვს ყველა ეტაპი გავლილი - დავიწყე სამოდელო კურსის პროგრამით, სადაც მივიღე პირველი გამოცდილება, გადამიღეს პირველი პროფესიული ფოტო, პირველი საერთაშორისო სამოდელო კონკურსი Elite Model Look Georgia 2010, სადაც მოვხვდი ტოპ ხუთეულში, შემდეგი იყო ყველაზე წარმატებული წელი, სადაც გავხდი “მის საქართველო 2011”, შემდეგ გავხდი იმედის “დღის შოუს” ტელეწამყვანი… ამ ყველაფრის შემდეგ ვმონაწილეობდი მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟული სილამაზის საერთაშორისო კონკურსებში “მის მსოფლიო” და “მის სამყარო”. მეამაყება ჩემი მიღწევები და იმედიანად შევყურებ ჩემს მომავალს. ყველას სიამოვნებით ვურჩევ მიიღოს ის გამოცდილება, რომელსაც მათ იმიჯ ცეტრი სთავაზობს. უღრმესი მადლობა მთელს იმიჯ ცენტრის გუნდს.

ირინა ონაშვილი

მახსოვს, დედაჩემის დაჟინებული თხოვნით მივწერე ფეისბუქში ქალბატონ ია კიწმარიშვილს, რომ ვიყავი 15 წლის გოგონა წყალტუბოდან და ძალიან მსურდა მოდელობა. ძალიან გამიკვირდა როდესაც მალევე მივიღე პასუხი და გასაუბრებაზე დამიბარეს თბილიში. ერთთვიანი ინტენსიური თრეინინგების შედეგად შემასწავლეს პოდიუმზე სიარული და ფოტოპოზირება, შემდეგ იყო მილანი, სადაც ქ-ნი ია მახლდა და თავად მასწავლიდა ყველაფერს. იმიჯ ცენტრის დახმარებით დღეს მე უკვე საერთაშორისო დონის მოდელი ვარ და მსოფლიოს წამყვან მოდის კვირეულებში ვიღებ მონაწილეობას. ვიყავი ჯის სანდერის ექსკლუზიური მოდელი და გადამიღეს მსოფლიოს მოდის წამყვან ჟურნალებში. ალბათ მთელი ცხოვრება დამჭირდება, რომ მადლობა გადავუხადო იმიჯ ცენტრს ჩემი ოცნების ასრულებისთვის.
ვიყავი ჯილ სანდერის ექსკლუზიური მოდელი და გადამიღეს მსოფლიოს მაღალი მოდის წამყვან ჟურნალებში.
მსურს მადლობა გადავუხადო იმიჯ ცენტრის მთელ გუნდს ჩემი ოცნების ასრულებისთვის!

20

100%

2370

პროექტი Elite Model Look Georgia არის პროფესიული საერთაშორისო სამოდელო კონკურსი 14-დან 22 წლამდე ასაკის გოგონებისა და ვაჟებისათვის, რომელიც მიზნად ისახავს ახალი სახეების აღმოჩენას და მათ საერთაშორისო ასპარეზზე გაყვანას.

ახლა კი ერთი წუთით წარმოიდგინე, რომ შენ უკვე გაიარე „იმიჯ-ცენტრის“ სამოდელო კურსი და დაეუფლე მოდელის პროფესიას.

შენ იღებ მონაწილეობას ცნობილი დიზაინერების ჩვენებებში, სამოდელო თუ სილამაზის კონკურსებში. შენს შესახებ წერენ მოდური ჟურნალები და საუბრობენ ყველა შესაძლო მასმედიის საშუალებები.

გაქვს ურთიერთობა ბევრ ცნობილ და საინტერესო ადამიანთან. ხშირად გიწევს მოგზაურობა სხვადასხვა ქვეყნებში და ქალაქებში: პარიზი, მილანი, ლონდონი, ნიუ-იორკი, ჰონგ კონგი, შანჰაი და მრავალი სხვა.

ჩვენთან ერთად ეს ყველა ოცნება მარტივად გადაიქცევა რეალობად.

მოდელის წარმატებულ კარიერას განსაზღვრას პროფესიულად შესრულებილი ფოტოები "იმიჯ ცენტრი" გთავაზობთ პროფესიული პორტფოლიოს დამზადებას.

პორტფოლიოს დამზადება მოიცავს:
- მაკიაჟს
- ვარცხნილობას
- სტილის შერჩევას
- კონსულტაციას ჩაცმულობასთან დაკავშირებით
- პროფესიონალი ფოტოგრაფის მომსახურებას
- ფოტოების ჩასადებს (სპეციალური ტყავის ყდიანი ბუქი)
- 10 პროფესიულ ფოტოს (დაბეჭდილი და ელექტრონული ვერსია)

* იჩქარეთ, ადგილები შეზღუდულია!

სამოდელო კურსის ღირებულება:

ირმა კვაჭაძე

კლინიკური ფსიქოლოგი,
არტ თერაპევტი

მეტყველების კულტურა

შოუბიზნესსა და სამოდელო ინდუსტრიაში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე სამოდელო სააგენტო "იმიჯ ცენტრი"
გთავაზობთ სწავლების უნიკალურ მეთოდს, რომლის მიზანია დაეხმაროს მოზარდებს პიროვნული და გარეგნული სრულყოფის გზით, წარმატებას მიაღწიონ ნებისმიერ სფეროში და რა თქმა უნდა სამოდელო ბიზნესში. იმიჯ ცენტრი მუშაობს სხვადასხვა მიმართულებით და აერთიანებს რამოდენიმე წარმატებულ პროექტს.

გსურს გახდე თავდაჯერებული
გსურს გახდე მოდელი ამ ფოტომოდელი
გსურს დაიწყო საერთაშორისო სამოდელო კარიერა
გსურს მოემზადო კონკურსებისთვის

               ძვირფასო მეგობრებო,

საუკეთესო საჩუქარი, რომელიც შეგიძლიათ მიუძღვნათ თქვენს თავს, ან თქვენს შვილებს, ეს გახლავთ საკუთარი თავის დაფასების უნარი და თავდაჯერებულობა.

ცხოვრებისადმი და საკუთარი თავის მიმართ პოზიტიური დამოკიდებულება თითოეული თქვენთაგანის დიდი საგანძურია. საგანძური, რომელიც დაგეხმარებათ წარმატებას მიაღწიოთ სახლში, სკოლაში, მეგობრებთან ურთიერთობისას თუ პროფესიულ ასპარეზზე. ეს თვისებები უდაოდ დაგეხმარებათ თავაწეულმა იაროთ ცხოვრებაში და სრულფასოვნად გამოიყენოთ თქვენი შესაძლებლობები ნებისმიერ სფეროში.

სამოდელო სააგენტო “იმიჯ ცენტრი” გთავაზობთ სწავლების უნიკალურ და მსოფლიოს წამყვანი სასწავლებლების მიერ აპრობირებულ მეთოდს, რომლის მიზანია დაეხმაროს მსურველებს პიროვნული და გარეგნული სრულყოფის გზით წარმატებას მიაღწიონ სამომავლო საქმიანობაში.

გამოიყენეთ თქვენი წარმატებისთვის ჩვენი საუკეთესო შესაძლებლობები:
იმიჯ ცენტრის სასწავლო პროგრამა მოგცემთ ფასეულ ცოდნას, რომელიც აუცილებლად გამოგადგებათ თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებასა და მომავალ პროფესიაში. საერთაშორისო სამოდელო კონკურსი Elite Model Look Georgia არის უმოკლესი გზა საერთაშორისო სამოდელო კარიერის შესაქმნელად. სილამაზის კონკურსი “მის საქართველო” არის პოპულარობისა და წარმატების საწინდარი.

დაიეწყეთ მოდელის კარიერა დღეს და გახდით წარმატებილი ხვალ!

+995 579-77-55-75
+995 568-95-90-25

+995 555-95-90-25
+995 579-77-55-75
+995 322 98 51 48

(პიროვნების განვითარება)

მაკიაჟის ოსტატობა

დეფილე

www.icmodelmanagement.com

castingicmodels@gmail.com

თბილისი, ნიკო ნიკოლაძის ქ. №6

გმადლობთ, თქვენი მონაცემები მიღებულია.

ჩვენი წარმომადგენელი 24 საათის განმავლობაში დაგიკავშირდებათ.

შეავსე ქვემოთ მოცემული ველები და მიიღე უფასო კონსულტაცია